საზოგადოებასთან ურთიერთობის სფერო განუწყვეტლივ იცვლება. მედიისა და ტექნოლოგიების ახალმა ფორმებმა ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში შეცვალა საზოგადოებასთან ურთიერთობის ფორმები. ყოველივე ამან კი აიძულა კომპანიები გაეფართოებინათ თავიანთი აუდიტორია და იმდენ ადამიანამდე მიეღწიათ თავიანთი საქმიანობით და იმდენგვარი გზითა და საშუალებით, რამდენსაც და როგორსაც ისინი უწინ ვერც კი წარმოიდგენდნენ.
კურსი: საზოგადოებასთან ურთიერთობის (PR) მენეჯმენტი ესაა თეორიასთან შერწყმული პრაქტიკა. ყველა მსმენელი საკუთარ ძალებს მოსინჯავს რეალურ ადგილსა და დროში და განახორციელებს საკუთარ პიარ აქციას.
კურსის ძირითადი ნაწილი მიმოიხილავს საზოგადოებასთან ურთიერთობის ამოცანებს: რით განსხვავდება პიარი რეკლამისაგან, მარკეტინგისაგან და ჟურნალისტიკისაგან. ასევე ამავე კურსის ფარგლებში განხილული იქნება თუ როგორ უჭერს მხარს საზოგადოებასთან ურთიერთობა მარკეტინგს. მნიშვნელოვანია, რომ ყველა თემა აგებულია უახლესი, თანამედროვე ინფორმაციით. მსმენელი ისწავლის იმ ხერხებს, რომლითაც პიარ მენეჯერი აყალიბებს საზოგადოების აზრს იმ ჩარჩოებში, რომელიც საბოლოოდ კომპანიის იმიჯისა და რეპუტაციის ზრდას უზრუნველყოფს.
ტრენინგს ასრულებს სტაჟირება სკოლის პარტნიორ ორგანიზაციებში. სტაჟირებისთვის კონკრეტული ტრენინგისთვის სპეციალურად ირჩევა რამდენიმე ცნობილი კომპანია და სტაჟიორი ირჩევს მისთვის საინტერესო მიმართულებას. სტაჟირება მოიცავს კომპანიაში უშუალო მუშაობასა და კონკრეტული პიარ აქციის განხორციელებას. სტაჟიორი ადგილზე შეისწავლის კომპანიის საქმიანობას, შეხვდება ტოპ მენეჯერებს, მარკეტინგის სამსახურს, გაეცნობა კომპანიის მიზნებსა და შედეგად, ტრენინგის ხელმძღვანელთან ერთად დაგეგმავს პიარ აქციას, რომელიც რეალურად განხორციელდება.
____________________________________________________________________________________________
ერთი კურსის ფარგლებში მიიღებთ “ პიარ მენეჯერის” კურსის გავლის დამადასტურებელ სერთიფიკატს.
ასევე დამატებით დახასიათებასა და დიპოლომს იმ კომპანიისგან, სადაც განხორციელდება თქვენი პიარ აქცია.
სკოლისა და კომპანიების ასეთი თანამშრომლობით, სტაჟიორს ეძლევა შანსი გახდეს კომპანიის სასურველი თანამშრომელიც.
ესაა უმოკლესი გზა კარიერული წინსვლის!
_____________________________________________________________________________________________
პროგრამა:
- მენეჯმენტის არსი, მენეჯერის საქმიანობა და მენეჯმენტის სისტემა
- PR მენეჯმენტის ადგილო კომპანიის მენეჯმენტში.
- ეფექტური PR სამსახური
- PR ტექნოლოგიები
- შიდა კორპორატიული PR
- PR – ურთიერთობა მედიასთან
- PR: ფაბლისითი, იმიჯი, რეპუტაცია
- PR, მარკეტინგი და რეკლამა
- სატელევიზიო (ასევე საგაზეთო) ინტერვიუს ტექნიკა
- პოლიტიკური პიარი (პიარ -მენეჯერი) პრეს-სამსახურების მუშაობა და პრეს-რელიზის წერის ტექნიკა
- პრეზენტაციის უნარ-ჩვევები
- ღონისძიებების ორგანიზების უნარ-ჩვევები
- შავი PR და პროპაგანდა
- PR კრიზისული კომუნიკაციების ეფექტური მართვა
პიარ მენეჯმენტის ტრენინგი ორ სხვადასხვა სამიზნე აუდიტორიაზეა გათვლილი. პირველ ჯგუფში შედიან პიარის სფეროში კარიერის გაკეთების მსურველები და მეორე ჯგუფში კი სტუდენტები, რომლებიც დღეს ეუფლებიან სხვადასხვა პროფესიას და სურთ პიარის მიმართულებით თეორიასთან ერთად პრაქტიკული გამოცდილებაც შეიძინონ.
____________________________________________________________________________________________
ტრენინგის ფარგლებში ხდება მიმდინარე პრეზენტაციებზე დასწრება, რაც საშუალებას გვაძლევს თეორიული მასალის უკეთ გააზრებაში. მსმენელები უშუალო მონაწილეები ხდებიან, ხვდებიან პრეზენტაციის ორგანიზატორებსა და მონაწილეებს.
____________________________________________________________________________________________
ტრენინგის ხანგრძლივობა: 22 საათი
ტრენინგის ჩატარების ადგილი: ქ. თბილისი; ი.ჭავჭავაძის 16;
ტრენინგის ჩატარების დღეები: კვირაში 2 დღე;
ტრენინგის თითო გაკვეთილის ხანგრძლივობა: 2 საათი
ტრენინგის საფასური:
ინდივიდუალური მომზადება – 450 ლარი;
ჯგუფში – 350 ლარი; გადახდა მოხდება 2 ნაწილად.
22 აპრილამდე შევსებული ანკეტის საფუძველზე მიიღებთ ფასდაკლებას! კურსის ღირებულება ფასდაკლებით შეადგენს 200 ლარს. ანკეტა დევს ჩვენს ფეისბუქის გვერდზე.
ტრენინგის დაწყების თარიღი: 30 აპრილი;მარკეტინგისა და მენეჯმენტის სკოლა წარმატებულ კურსდამთავრებულებს გაუწევს რეკომენდაციას.
უკვე ხუთი წელია სკოლის ხელშეწყობით უამრავმა დამწყებმა სპეციალისტმა შეიქმნა პროფესიული კარიერა.
____________________________________________________________________________________________
ტრენინგს ხელმძღვანელობს და უძღვება “მარკეტინგისა და მენეჯმენტის სკოლის” დირექტორი ლელა წითლანაძე, რომელსაც აქვს 10 წლიანი გამოცდილება მედიასთან და საზოგადოებასთან ურთიერთობის სფეროში. განხორციელებული აქვს არაერთი პროექტი, მათ შორის პირველი “ღვინის ფესტივალი” და არის პირველი საინვესტიციო ჟურნალის მთავარი რედაქტორი. წლების მაძილზე მოღვაწეობდა მედიაში, მათ შორის გახლდათ რადიო “იმედის” საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელი, არის “სი–არ–დი–ჯი”–ს CRDG დამფუძნებელი.
_____________________________________________________________________
სკოლის ცენტრალური ოფისი: თბილისი, ილია ჭავჭავაძის 16; მე-2 სადარბაზო; პირველი სართული;
სკოლის ოფისი საბურთალოზე: პოლიტკოვსკაიას (ჯიქიას) 10; მე–5 სართული.
რეგისტრაციისთვის საჭიროა, დაგვიკავშირდეთ და დაჯავშნოთ თქვენი ადგილი ტრენინგზე: 2 305 202; 5 57 001557;
ფოტოზე: “კეი– სტრიტი,” ქუჩა ვაშინგტონში, სადაც თავმოყრილია ამერიკაში ყველაზე გავლენიანი ლობისტური და საზოგადოებასთან ურთიერთობის კომპანიები.
____________________________________________________________________________
ფოტოზე: ერთ–ერთი დადგმული ღონისძიება, რომელმაც ყველაზე დიდი ხმაური და კრიტიკა გამოიწვია პრესაში იყო ბუშის გამოჩენა ავიამზიდ “აბრაამ ლინკოლნე” 2003 წელს, როდესაც პრეზიდენტმა ჰუსეინის რეჟიმის დამხობა და ერაყის წარმატებით დაკავება დამოაცხადა.
თეთრი სახლის აპარატმა ისე დაგეგმა ეს ყველაფერი, რომ პრეზიდენტს სიტყვა ჩამავალი მზის ფონზე წარმოეთქვა და სახეზე ოქროსფერი ანარეკლი ქონოდა. ამას გარდა პლაკატი წარწერით “
მოგვიანებით ეს დადგმული კადრები დაცინვისა და სარკაზმის ობიექტი გახდა, რადგან ჰუსეინის მთავრობის დამხობა ხანგრძლივი კონფლიქტის მხოლოდ დასაწყისი იყო.
რამდენად უცნაურადაც არ უნდა მოგეჩვენოთ, ტერმინი “ლობისტი” თავდაპირველად იმ ადამიანებს აღნიშნავდა, რომლიბიც სწორედ პრეზიდენტ აბრაამ ლინკოლნის კეთილგანწყობის მოპოვებას ცდილობდნენ და ამ სასტუმროსაც ხშირად სტუმრობდნენ.
დღეს ტერმინი ლობირება უფრო ფართე მცნება გახდა და ვებსტერის ახალი განმარტებითი მსოფლიო ლექსიკონი ლობისტს ასე განმარტავს: “პიროვნება, რომელიც ცდილობს, ზეგავლენა მოახდინოს კანონის კენჭისყრაზე ან სახელმწიფო მმართველების გადაწყვეტილებებზე”.



