ტრენინგი მთლიანად მოიცავს იმ თანამედროვე საშუალებების საფუძვლიან შესწავლას, რომელზეც, ფაქტობრივად, აგებულია თანამედროვე და წარმატებული საზოგადოებასთან ურთიერთობისა და მარკეტინგის სამსახური.
Real-time management, პირდაპირი საკომუნიკაციო არხების შექმნა გლობალური მასშტაბით, ურთიერთობა საზოგადოებასთან, პარტნიორებთან, მედია საშუალებეთან, სხვადასხვა ტიპის ღონისძიებების ონლაინ კამპანიის წარმოება გახლავს სოციალური მედის ძირითადი კომპონენტები. ტრენინგის მიმდინარეობისას სტუდენტები შეისწავლიან, თუ როგორ უნდა გამოიყენონ ეს თანამედროვე ტექნოლოგიური შესაძლებლობები საკუთარი თუ კომპანიის იმიჯის ფორმირებისას, როგორ უნდა აწარმოონ ონლაინ პიარ კამპანია. მსმენელები გამოიმუშავებენ ყველა იმ უნარ-ჩვევებს, რაც მათ სოციალურ მედია-ქსელებთან ურთიერთობისთვის სჭირდებათ. ამისათვის ისინი მიირებენ კონკრეტულ დავალებებს, რომლის ამუშავებასაც რეალურ სივრცეში შეეცდებიან.
კურსში, ფაქტობრივად, გაერთიანდა ისეთი დიდი თემები, როგორიცაა მარკეტინგი და პიარი. ორივე ეს თემა სწორედ სოციალური მედიის ჭრილში განიხილება, რადგან მიგვაჩნია, რომ დღეს სოციალური მედია ის მძლავრი იარაღია, რომელიც კომპანიების მარკეტინგისა და პიარის სამსახურებს სასიცოცხლო ძალას აძლევს და მძლავრად ამოძრავებს.
ტრენინგის თემატიკა:
1. სოციალური მედია – რას წარმოადგენს იგი. მისი არხები და თავისებურებები; ტექნიკური მხარეები და შესაძლებლობები; სოც. მედიის როლი მარკეტინგში და პიარში;
2. სოციალური მედიის რეგიონალური გაგება: საქართველოში პოპულარული არხები;
3. facebook – მარკეტინგის მძლავრი იარაღი: facebook–ის შესაძლებლობები, facebook insights; აპლიკაციები და სხვა ტექნიკური მახასიათებლები; Google–ის პროდუქტების განხილვა;
4. ინტერნეტ–მარკეტინგი: კვლევა; სტრატეგია; მონიტორინგი;
5. სოციალური მედია და პიარი: ონლაინ პიარ კამპანიის დაგეგმვა; სოც. მედიის სხვადასხვა ხერხები და მეთოდები პიარში; ონლაინ რეპუტაცია;
5. facebook – მარკეტინგის მძლავრი იარაღი, Google-ის პროდუქტები: facebook–ის შესაძლებლობები, facebook insights; აპლიკაციები და სხვა ტექნიკური მახასიათებლები; Google–ის პროდუქტების განხილვა;
6. ბლოგინგი – პერსონალური, კორპორაციული: ტექნიკური მხარე – ბლოგის დარეგისტრირება და მართვა; ბლოგი მარკეტინგში და პიარში;
7. სოციალური მედია და საზოგადოებრივი აზრის მართვა;
8. სოციალური მედიის უარყოფითი მხარეები და ანტიკრიზისული გეგმა;
_________________________________________________________________________________________
ტრენინგის ხანგრძლივობა: 20 საათი;
ტრენინგის ჩატარების ადგილი: ი.ჭავჭავაძის 16;
ტრენინგის ჩატარების დღეები: კვირაში 2 დღე; (დღისა და საღამოს საათები);
ტრენინგის თითო გაკვეთილის ხანგრძლივობა:2 საათი
სრული კურსის გავლის შემდეგ მიიღებთ შესაბამის სერთიფიკატს.
მარკეტინგისა და მენეჯმენტის სკოლა წარმატებულ კურსდამთავრებულებს გაუწევს რეკომენდაციას. უკვე ხუთი წელია სკოლის ხელშეწყობით უამრავმა დამწყებმა სპეციალისტმა შეიქმნა პროფესიული კარიერა.
_____________________________________________________________________
ტრენინგის საფასური:
4-6 კაციანი ჯგუფში – 200 ლარი;
_____________________________________________________________________
სკოლის ცენტრალური ოფისი: თბილისი, ილია ჭავჭავაძის 16; მე-2 სადარბაზო; პირველი სართული;
სკოლის ოფისი საბურთალოზე: პოლიტკოვსკაიას (ჯიქიას) 10; მე–5 სართული.
რეგისტრაციისთვის საჭიროა, დაგვიკავშირდეთ და დაჯავშნოთ თქვენი ადგილი ტრენინგზე: 2 305 202; 5 57 001557;

