Home » 2012 » January

Monthly Archives: January 2012

მოულოდნელობის ეფექტი

ფლეშმობი უკვე კომპანიების პიარ აქციების რიცხვშია და მოულოდნელობების ეფექტი მსოფლიო ბრენდების სამსახურშია. მეტიც, ფლეშმობი იძლევა საუკეთესო საშუალებას ნაკლები დანახარჯით სასურველი ეფექტის მისაღებად, ეს კი, სწორედ რომ მისწრებაა.

სულ ცოტა ხნის წინ ფრანგულმა მარკამ Etam–მა (ეს ბრენდი თბილისშიცაა) პარიზის ოპსეს მუზეუმში შოკის მომგვრელი  ფლეშმობი აჩვენა.

ულამაზესი მოდელები Etam–ის საცვლებში „მოულოდნელად“ გამოჩნდნენ კონსერვატულ და წყნარ მუზეუმში… და რა ც მოხდებოდა, ალბათ, ადვილი წარმოსადგენია, როცა სამი საცვლებისამარა გოგონა მუზეუმის დარბაზებში დარბოდა და გასასვლელს „ეძებდა“.

Etam–ის გოგონებმა საოცარი ეფექტი მოახდინეს ყინულის მოედანზე ეიფელის კოშკთან და  „შარლ დე გოლოს“ აეროპორტში. თუმცა, ეს ბოლო შემთხვევა  სულ სხვაგვარად შემოტრიალდა. მუზეუმის დირექტორატი ფლეშმობმა განარისხა. განრისხება უფრო იმ ფქტმა გამოიწვია, რომ ფლეშმობი ინტერნეტში აღმოჩნდა.  როგორც თავად აცხადებენ Etam–ს არანაირი უფლება მუზეუმისგან არ ქონდა და ისინი ინტერნეტიდან აღნიშნული ვიდეოს მოხსნას ითხოვენ. აქვეა მუქარაც, თუკი კომპანია მუზეუმის მოტხოვნას არ დააკმაყოფილებს, ისინი სასამართლოში ჩივილსაც კი აპირებენ. ასე შემობრუნდა კომპანიისთვის თითქოსდა უწყინარი ფლეშმობი, დიდ თავსატეხად. Etam–ი ჯერ–ჯერობით დუმილს არ არღვევს და არც ვიდეოს ხსნის, რომელიც ამ სკანდალმა სულ უფრო პოპულარული გახადა.

ვიდეოზე მუზეუმის ინტერიერი და მით უფრო იქ გამოფენილი ნამუშევრები არც კი ჩანს, შესაბამისად მუზეუმის პრეტენზია ინტელექტულურ საკუთრებაზე უსაფუძვლოა – წერს პრესა, თუმცა აქვე შენიშნავენ, რომ აქ საკითხი დგას მუზეუმის პრესტიჟზე. ფაქტია, ფლეშმობის შემდეგ ოპსეს მუზეუმზე ისაუბრებენ  არა იმპრესიონისტების საუკეთესო კოლექცის კონტექსტში, არამედ ადგილზე, სადაც სკანდალური ჩვენება მოეწყო. ისე ხომ იმპრესიონიზმიც სკანდალური ნამუშევრით ედუარდ მანეს „საუზმე ბალახზე“ დაიწყო?! Etam–ის ფლეშმობი კი ნამდვიდად შეგვიძლია ჩავთვალოთ არც თუ ურიგო პოსტმოდერნისტული ხუმრობად.

Coca-Cola, თეთრი დათვები და ამერიკის ნაციონალური საფეხბურთო ლიგა

Coca-Cola   ამერიკის საფეხბურთო ლიგის  (Super Bowl) ფინალის ტრანსლირების დროს   სპეციალურად ამ დღისთვის გადაღებულ სარეკლამო რგოლს აჩვენებს. რეკლამაში თეთრი დათვები სწორედ ფინალზე არიან და სხვადასხვა კლუბის ფეხბურთელებს აქტიურად გულშემატკივრობენ.

სარეკლამო ვიდეოს გარდა Coca-Cola–ს დაგეგმილი აქვეს სხვადასხვა პიარ აქციები. მათ შორის აქცია სახელწოდებით”Open Happiness”, რომელიც ინტერნეტში განხორციელდება. კომპანია ფანებს ეპატიჟება სპეციალურად ფინალისთვის მომზადბულ ვებ–გვერდზე  www.CokePolarBowl.com . გრდა ამისა,  5 თებერვალს, როცა ფინალი შედგება, ფანები უკვე მიწვეულნი არიან საღამოზე , რომელსაც ასე ქვია „დათუნიები“

5 თებერვალი მხოლოდ ამით არ სრულდება. ამ დღეს კომპანიის ლოგოტიპი Twitter–ზე შეიცვლება 2 თეთრი დათვით, სიურპრიზები ელოდებათ Facebook–ის მომხმარებლებსაც.

ამერიკის საფეხბურთო ლიგის  (Super Bowl) ფინალი ერთ–ერთი ღირშესანიშნავი დღეა ამერიკის ცხოვრებაში. ამაზე ეს ციფრიც მეტყველებს. ფინალს ყოველწლირად 100 მილიონზე მეტი ამერიკელი უყურებს. სწორედ ამიტომ ამ დღეს ყველა კომპანია თავს და მილიონებს არ ზოგავს თუნდაც პატარა სარეკლამო რგოლი განათავსოს.  უკვე 2011 წლის სექტემბერში იუწყებოდნენ, რომ  Super Bowl – 2012–ზე ყველა სარეკლამო ადგილი გაიყიდა.

მიუნხენის „ბავარიის“ პიარ–აქციამ ფანები განარისხა

საფეხბურთო კლუბ მიუნხენის  „ბავარიის“ პიარ აქცია, რომელიც   მიმდინარეობდა სოციალურ ქსელებში, იმდენად უსუსური და უშედეგო აღმოჩნდა, რომ ფანებისაგან რისხვა დაიმსახურა. პიარ აქცია ერთი შეხედვით, სულაც არ გავდა პიარ აქციას, პირიქით. ფანები აქციაში მთელი სერიოზულობით ჩაერთვნენ და კიდევაც წამოეგნენ …

ახლა, ალბათ, ჯობია აქციის არსი განვმარტოთ, თორემ ახლა თქვენს რისხვასაც დავიმსახურებ (ეს ხუმრობით). საქმე იმაში გახლავთ, რომ პიარ აქციის ფარგლებში „ბავარიამ“ სოციალურ ქსელებში დადო ინფორმაცია, რომ აპირებს კონტრაქტი გაუფორმოს მსოფლიოში ყველაზე წარმატებულ ფეხბურთელს. ამ განცხადებაში არ იყო მითითებული, თუ ვინ იქნებოდა ის ყველაზე ცნობილი მსოფლიო ვარსკვლავი. თუმცა, იქვე დასძინეს, რომ 26 იანვარს პირდაპირ Facebook–ის გვედზე იქნებოდა პირდაპირი ჩართვა კონტრაქტის გაფორმების ცერემონიალიდან

პიარ აქციის არსიც იმაში მდგომარეობდა, რომ ფანებმა დაიწყეს გაცხოველებული მსჯელობა და საკუთარი ვერსიების „დაპოსტვა“ სოციალურ ქსელებში  Twitter–სა და  Facebook–ზე. შედეგად კლუბი აღმოჩნდა ყველაზე განხილვად და პოპულარულ თემების რიცხვში მთელს სოციალურ ქსელებში.

მთელი ეს ალიაქოთი კი საბოლოოდ ფარსი აღმოჩნდა. 26 იანვარს არანაირი პირდაპირი ჩართვა და ტრანსლაცია არ შემდგარა. კლუბმა  მშვიდად აუწყა თავის ფანებს, რომ ეს იყო მხოლოდ და მხოლოდ პიარ აქცია. შედეგმაც არ დააყოვნა და იგივე Twitter–სა და  Facebook–ზე ახლა უკვე განრისხებული ფანების კომენტარები გაჩნდა.

კლუბი კი იმედს არ კარგავს, რომ ფანები პიარ აქციას გაიგებენ და კლუბს  „შემოურიგდებიან“.  აი, ასეც ხდება….

Tropicana-ის ხელოვნური მზე ლონდონში

Tropicana, რომელიც მთელ მსოფლიოში ცნობილია, როგორც  წვენების მწარმოებელი, ლონდონელები გაოცებაში მოიყვანა, როცა 23 იანვარს 6:50 გამთენიისას ლონდონის ტრაფალგარსკის მოედანი ხელოვნური მზით გაანთეს.

ხელოვნური მზე ლონდონში კომპანიის სარეკლამო აქციის ფარგლებში “გაჩნდა”. მზე 6:50 წთ–ზე “ჩაირთო” და იგი 19:30 წთ–ზე “გამოირთო”. ამით დღის ხანგრძლივობა 3 საათით გაზარდეს – ამბობენ რეკლამის იდეის ავტორები. სარეკლამო აქციას ეწოდება: “უფრო ნათელი დილა”! თავად მზე შეადგენს  200 კვადრატულ მეტრს, ხოლო იწონის 2,5 ტონას და როგორც ირწმუნებიან, მათი მზე კოსმოსიდანაც კი ჩანს!

Tropicana –მ თითქმის ანალოგიური სარეკლამო კამპანია “არქტიკული მზე”  კანადაში, ქალაქ ინუვიკში განახორციელა. სწორედ ამ კამპანიის გამო კომპანიამ ფესტივალზე FAB Awards, სადაც ხდება  კვებისა და სასმელების მწარმოებლების სარეკლამო კამპანიების შეფასება,  ოქრო მოიპოვა.

Yahoo PayPal –ის უკვე ყოფილმა პრეზიდენტმა “ჩაიბარა”

მსოფლიოს ცნობილ ინტერნეტ–საძიებლის Yahoo –ს ხელმძღვანელი კაროლ ბარტცი 2011 წლის სექტემბერში იქნა თანამდებობიდან გათავისუფლებული და აქამდე კომპანიის პრეზიდენტის პოსტი ვაკანტური იყო.  სულ ახლახანს კი კომპანიის გენერალური დირექტორი  ელექტროგაყიდვითი სისტემსი PayPal –ის პრეზიდენტი სკოტ ტომპსონი გახდა.

63 წლის ბრიტცის გათავისუფლების მიზეზად ანალიტიკოსების აზრით გახდა  ინტერნეტ–საძიებლის სარეკლამო ბაზარზე წილის დაკარგვა, აგრეთვე ინოვაციური გადაწყვეტილებების არარსებობა და კონკურენტების შეუფასებლობა.

2008 წელს  კი Yahoo – მ  არ მიიღო მაიკროსოფტის წინადადება 47,5 მილიონიან შესყიდვაზე, რაც გახდა გენერალური დირექტორის   გათავისუფლების მიზეზი.

ახალი პრეზიდენტის დანიშვნის შემდეგ მომხმარებელთა რაოდენეობა ორჯერ გაიზარდა.

 

Follow

Get every new post delivered to your Inbox.