Home » 2012 » March

Monthly Archives: March 2012

როგორ გადარჩა ამერიკული ფოსტა გაკოტრებისაგან

ამერიკის საფოსტო სამსახური, რომელიც ასე იწოდება: United States Postal Service, USPS დღეს მხოლოდ იმაზე ფიქრობს, რაც შეიძლება მეტი სარეკლამო მასალა დაარიგოს. ძირითადი დამკვეთები პატარ–პატარა კომპანიები არიან, რომლებიც აქტიურად არიან ჩართულები კლიენტს საკუთარი მომსახურება ფლაერებითა თუ ბუკლეტებით გააცნოს. ასეთი ტიპის ფოსტას  შემთხვევით არ უწოდებენ  junk mail  ანუ „ნაგავს“.

USPS –ს  ამ მიმართულების გასააქტიურებლად სპეციალური პროექტიც კი აამუშავა Every Door Direct Mail. პროექტი საშუალებას იძლევა კომპანიებმა ონლაინ რეჟიმში შექმნან და მიაწოდონ ფოსტას საკუთარი რეკლამა. ერთი ასეთი სარეკლამო განცხადების გაგზავნა 14,5 ცენტი ჯდება.

საბოლოო ჯამში ეს სერვისი ფოსტისთვის სერიოზული შემოსავლების წყარო გახდა. 2011 წლის აპრილიდან დეკემბრის ჩათვლით, აღნიშნულმა პროექტმა ამერიკულ ფოსტას 153 მილიონის შემოსავალი მისცა, ხოლო 2012 წლისათვის შემოსავალმა უკვე შეადგინა 750–800 მილიონი დოლარი.

პროექტმა, ფაქტობრივად, გადაარჩინა ამერიკული ფოსტა, რომელიც წლების წინ ფინანსურ კრიზისს განიცდიდა. კრიზისის პერიოდში ფოსტის 200 განყოფილებაც კი დაიხურა და 7,5 ათასი ადამიანი იქნა სამსახურიდან დათხოვნილი.

როგორც ჩანს კრიზისი ამერიკულ ფოსტას აღარ ემუქრება, მეტიც, მისი შემოსავლები ერთი–ორად გაიზარდა და ახალი ფილიალების საჭიროებაც გაჩნდა.

ვან გოგის სახლი ლონდონში გაიყიდა

სახლი ლონდონის რაიონ ბრიქსტონში (Brixton), სადაც ვინსენტ  ვან გოგი 1873–1874 წლებში ცხოვრობდა, 565 ათას ფუნტ სტერლინგად გაიყიდა (ეს დაახლოებით 900 ათასს დოლარს  შეადგენს).

ამ ფაქტის შემდეგ, რა თქმა უნდა, გაჩნდა ინტერესი სახლის მყიდველის მიმართ. ერთადერთი, რაც ამ ეტაპზე ხმაურდება, ისაა, რომ მყიდველი არც მეტი არც ნაკლები მხატვრის შემოქმედების დიდი თაყვანისმცემელი აღმოჩნდა. თუმცა,  მისი  სახელი არ სახელდება. სხვათაშორის, სახლის სასტარტო ფასი 475 ათას ფუნტს შეადგენდა (მიახლოებით 756 ათასი დოლარი). სამსართულიანი შენობა ჰეკფორდის (Hackford Road) ქუჩაზე მდებარეობს. ამ დროისათვის  ვან გოგის სახლი დანგრეულ მდგომარეობაშია, მაგრამ იმ ეპოქიდან  შემორჩენილია  მთელი რიგი დეტალები, როგორიცაა ქვები თუ საკანალიზაციო მილები, რაც იმ ეპოქას ერთგვარად აცოცხლებს კიდეც.

ვან გოგის სახლი გაყიდა ერთმა ოჯახმა, რომელმაც  სახლი 1940 წელს შეიძინა. მხატვრის ცხოვრების შემდგომ ბინას სულ ორი მფლობელი ყავდა.

საინტერესოა ის ფაქტიც ,რომ ვან გოგი ბრიქსტონში 20 წლის ასაკში  დასახლდა, როცა ამ ქალაქში პირველად ჩამოვიდა და არტ–დილერად  დაიწყო მუშაობა. მხატვარმა მაშინ ბინა სახლის მესამე სართულზე  არენდით აიღო.

როცა ვან გოგი წერილებს უგზავნიდა ძმას  თეოს, ის წერილებში კმაყოფილებას გამოხატავდა არჩეულ საცხოვრებელზე. წერილებიდან ისიც ირკვევა, რომ  მხატვარს სახლის დიასახლისის ქალიშვილი ურსულა ლოიერ–ევგენია შეუყვარდა.  სამწუხაროდ,  მისი სიყვარული უპასუხოდ დარჩა,რამაც მხატვარი დეპრესიაში ჩააგდო.

სწორედ ეს ფაქტი გახდა იმის მიზეზი, რომ ვან გოგმა ინტერესი სამუშაოს მიმართ დაკარგა და ის სამუშოად კომპანიის პარიზის ფილიალში გადაიყვანეს. სწორედ აქედან იწყება მხატვრის ფერწერისადმი გაცხოველებული ლტოლვა და შეიქმნა კიდეც შედევრები:

ისრაელში „ნულოვანი ზომის“ მოდელების ეპოქა დასრულდა

როგორ ფიქრობთ, რა პარამეტრებს უნდა აკმაყოფილებდეს თანამედროვე მოდელი, რომ მისი კარიერა სამოდელო ბიზნესში წარმატებული იყოს? რა თქმა უნდა, ეს ე.წ. პარამეტრები უკვე დიდი ხანია არსებობს და მის შენარჩუნებაზე მთელი სამოდელო სამყარო იბრძვის. თუმცა, ბოლო პერიოდში პოდიუმებზე ძალიან გამხდარი მოდელები გამოჩნდნენ, რამაც საზოგადოება შეაშფოთა. არა, აღაშფოთა.

ძალიან გამხდარი მოდელები უკვე სამოდელო ბიზნესის პრობლემად იქცა. პრობლემის გადაჭრას პირველად სწორედ ისრაელი შეეცადა. სულ ახლახან ისრაელის მთავრობამ კანონი მიიღო რომლის საფუძველზეც გამხდარი ქალები (მოდელები) რეკლამაში მონაწილეობას ვეღარ მიიღებენ.

რამდენადაც გასაკვირიც არ უნდა იყოს, ისრაელის ხელისუფლებამ გამხდარი მოდელების რეკლამაში მონაწილეობით  დიდ საფრთხეს ხედავს, რადგან  ასეთი სახის  რეკლამა ბავშვებზე და მოზარდებზე უარყოფით ზეგავლენას ახდენს.
ახალი კანონის თანახმად მოდელის   სხეულის წონის ინდექსი არ უნდა აღემატებოდეს 18,5.   კიდევ ერთი აუცილებელი დეტალი, მოდელებმა  სარეკლამო გადაღების წინ აუცილებლად სამედიცინო შემოწმება უნდა გაიარონ, რომელსაც სამთვიანი ვადა ექნება. ასევე  რეკლამის მწარმოებლებს, რამდენადაც არ უნდა გაგიკვირდეთ, ეკრძალებათ მოდელის სხეულის  კომპიუტერული დამუშავება.

ისრაელში მიღებული კანონი პირველი რადიკალური ნაბიჯია, რომელიც, ბუნებრივია, მხოლოდ აღნიშნულ ქვეყანაში იმოქმედებს.  კანონი, ასე ვთქვათ, პირველი ოფიციალური დოკუმენტია,  რითაც სახელმწიფომ გამოაცხადა ბრძოლა  კვების შეზღუდვასა და  არასწორ კვებას.  ისრაელის მოზარდი გოგონების  2 პროცენტი 14–18 წლამდე  კვების შეზღუდვით იტანჯება. ეს მაჩვენებელი  საერთაშორისო მაჩვენებელთან ძალიან ახლოსაა.

ისრაელის ერთ–ერთი წარმატებული მოდელი  ადი ნოიმანი ამბობს, რომ ახალ სტანდარტებში ის ვერ მოხვდა, რადგან მისი ინდექსია 18,3 –ია და არც თავს კვებისგან არ იზღუდავს.  კანონის შემქმნელებმა ჯობს,  ჯანმრთელობის  საკითხებს მიაქციონ  ყურადღება ვიდრე მოდელების წონას.

კონონმდებელთა  აზრით, ერთის მხრივ  არიან ბუნებრივად გამხდარი ხალხი, მხოლოდ ქალების  5 პროცენტს  შეიძლება  ჰქონდეს  ესთეტიური  წონა  აღნიშნული სტანდარტებით. კანონის  მხარესაა ისრაელის სამოდელო ინდუსტრიის წარმომადგენელი ადი ბარკანი, რომელიც ჯერ კიდევ 2005 წელს აცხადებდა რომ დაბალი  წონის მოდელები რეკლამაში არ გადაეღოთ.
მსოფლიო ყველაზე ხმაურიანი ისტორია 2006 წელს უკავშირდება, როცა  პოდიუმზე გასვლის შემდეგ ურუგვაელი 22წლის  მოდელი ლუისელ რამოსი გარდაიცვალა. სიკვდილის დროს მოდელი 44 კილოს იწონიდა და სიმაღლე175 სმ–ი იყო, მისი სხეულის ინდექსი 14,5. შეადგენდა. მოდელს მედიკოსებმა  ანორექსია დაუდგინეს.

ლუისელ რამოსის გარდაცვალების შემდეგ მადრიდის მოდის კვირეულმა სასწრაფოდ, იმავე წელს შეცვალა სხეულის ინდექსი და თავის მოდელთათვის   მინიმალური ინდექსი 18 აირჩია. ცოტა ხანში იტალიელმა დიზაინერებმაც არ დააყოვნეს და პოდიუმზე „ნულოვანი ზომის“ მოდელების გამოსვლა აკრძალეს.

 

 

რატომ აიკრძალა ბრიტანეთში ისრაელის შესახებ რეკლამა?!

ისრაელში მოგზაურთათვის განკუთვნილი რეკლამა ბრიტანეტში გამოჩენისთანავე აიკრძალა. მიზეზი არც მეტი, არც ნაკლები რეკლამაში ისრაელის სახელმწიფოს საზღვრების არასწორი ასახვა  გახდა. აი, ასე. ისრაელში  მოგზაურობის მსურველებს იმედები გაუცრუვდათ და სარეკლამო კამპანიაც, ფაქტობრივად, ჩავარდა.

ბრიტანეთის კომიტეტმა  ASA- მ   მიიღო  დაახლოებით  350 საჩივარი,  ნოემბერში ჩაშვებულ რეკლამაზე, რომელიც ასევე არეკლამებდა წიგნს ჩრდილოეთ ისრაელზე.  ყველაზე მეტი საჩივარი  მიიღეს საერთაშორისო ორგანიზაციიდან  „ებრაელები სამართლიანობისთვის და პალესტინელებისთვის“.  მათი გულისწყრომა დაიმსახურა სწორედ არასწორად ასახულმა  საზღვრებმა ღაზას სექტორსა და  მდინარე იორდანიის დასავლეთი სანაპიროს შესახებ. ეს ტერიტორიები   ისრაელის სახელმწიფო საზღვრებში იყო მოქცეული.

ისრაელის ტურიზმის მართვის სახელმწიფო  სამსახურმა, რომლის უშუალო მონაწილეობითაც შეიქმნა აღნიშნული სარეკლამო რგოლი, ბრიტანეთში შექმნილ სკანდალზე უპასუხა, რომ  რუკა არ არის პოლიტიკური. მეტიც, მათ  დასძინეს, რომ სახელმწიფოს სახელწოდება რეკლამაში არ ფიგურირებს, თუ სათაურს არ ჩავთვლით.  ისრაელის ტურიზმის სამსახური ასევე აღნიშნავს, რომ  მათ სადაო ტერიტორიები „მკვეთრი შავი ხაზებით“ აღნიშნეს.

ასეა, თუ ისე,  ASA –მ მიიჩნია, რომ კომენტარი გაეკეთებინა მთელი ამ გაუგებრობისთვის. კომიტეტმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ რეკლამა ასეთი სათაურით გულისხმობს, რომ ყველა მონაცემი ტერიტორიის შესახებ ასახავს ისრაელს. აქვე კომიტეტმა დასძინა, რომ სადავო ტერიტორიების გამმიჯნავი ხაზები მკრთალია და ძნელად იკითხება.

თინა კანდელაკი Oriflame –მა 2 მილიონად „შეაფასა“

კომპანია Oriflame  თინა კანდელაკს რუსული ბაზრისთვის წარმოუდგენლად რეკორდულ ჰონორარს გადაუხდის.   კომპანიამ  ორწლიანი ხელშეკრულება უკვე გააფორმა ცნობილ ტელეწამყვანთან.  ჰონორარი კი არც მეტი, არც ნაკლები 2 მილიონი დოლარია.

Oriflame–ის  მარკეტინგის დირექტორი სერგეი  ანტონოვი გვიმხელს, რომ  მან თავად შეარჩია  სარეკლამო სახედ თინა კანდელაკი. მისი არჩევანი თინაზე კი იმიტომ შეჩერდა, რომ ის ნამდვილად არის წარმატებული თანამედროვე  ლამაზი ქალბატონი.

კონტრაქტის პირობებით  კანდელაკი აქტიურად მიიღებს მონაწილეობას  Oriflame –ის სარეკლამო შეხვედრებში. ცნობილია ასევე იმ პროდუქტის დასახელებაც, რომელსაც თავად თინა კანდელაკი იყენებს  და რომელსაც ასევე რეკლამირებას გაუწევს. ეს კონკრეტულად ტუჩის საცხი და  თვალის ტუშია.

კანდელაკის ასეთმა მაღალმა ჰონორარმა, მედია გააკვირვა დ აალაპარაკა კიდეც. აქვე ისიც გახდა ცნობილი, რომ რუსი  ვარსკვლავები,  ვინც ლოკალურ სარეკლამო კომპანიებში მონაწილეობას იღებდნენ, ჟანა ფრისკე თუ  კრისტინა ორბაკაიტე, მათი წლიური შემოსავალი სარეკლამო რგოლებიდან  მხოლოდ 300–400 ათას დოლარია.

Follow

Get every new post delivered to your Inbox.