Home » 2012 » April

Monthly Archives: April 2012

ბორტგამცილებლების უნიფორმა – სარეკლამო სტრატეგია მსხვილი ავიაკომპანიების

გასული საუკუნის 70 – იან წლებში ავიაკომპანიას Southwest Airlines – ს სერიოზული კრიზისი დაუდგა. კომპანია გაკოტრების პირას იდგა. კომპანიის ერთ–ერთმა მარკეტოლოგმა გამოსავალი მოძებნა: ბორტგამცილებელი ქალბატონები სექსუალური უნიფორმებით შემოსა. ეს იყო სპეციალურად მათთვის შეკერილი ფორმა მოკლე შორტი და ტყავის მაღალი ჩექმები. შედეგმაც არ დააყოვნა და ავიაკომპანიის ბილეთებზე მოთხოვნა მომენტალურად გაიზარდა.

სწორედ ამ პერიოდს უკავშირდება როცა ბორტგამცილებელის უნიფორმა და ავიაკომპანიის სარეკლამო სტრატეგია ერთმანეთს შეერწყა. თუმცა, მანამდე ამ თემის მიმართ დამოკიდებულება საკმაოდ განსხვავებული იყო. თავად ნახეთ და განსაჯეთ:

Lufthansa 1928 წელი – ითვლება, რომ პირვედ სწორედ ამ კომპანიამ  “შექმნა” ბორტგამცილებელი, რომელსაც ევალებოდა ავადმყოფ მგზავრებზე ზრუნვა.

1950 წელი – ავიაკომპანიებმა პირველად მიმართეს დიზაინერებს და ბორტგამცილებელი ქალბატონებისთვის  სპეციალური უნიფორმები შეიქმნა.

კიდევ ერთი სარეკლამო ტრუკი, რომელსაც ავიაკომპანია პირდებოდა თავის მომხმარებელს: ბორტგამცილებლები ფრენის ბოლოს სექსუალურ უნიფორმებს იცვამდნენ და ასე ემშვიდობებოდნენ თავიანთ მგზავრებს.

როგორც უკვე ვწერდით, ავიაკომპანიიების ისტორიაში სწორედ 70– იანი წლები იქცა ყველაზე სექსუალურ პერიოდათ, როცა ბორტგამცილებლები მასობრივად შეიმოსნენ მოკლე შორტებსა და მაღალყელიან ჩექმებში.

ეს არის  Air West –ის  ბორტგამცილებლების  ჩაცმულობა 1968 – 1971 წლებში.

American Airlines ფორმა1971-74 წლებში.

Delta Air Lines   1979-1983 წლები: ამ პერიოდს უკავშირდება, როცა გამოჩნდნენ ბორტგამცილებელი ქალბატონები შედარებით მოკრძალებული უნიფორმებით. ამით თითქოს წერტილი დაესვა მათ გაიგივებას სექსუალურ ქალბატონებთან.

ეს უკვე კრისტიან ლაკრუას დიზაინით შექმნილი უნიფორმაა მუქი– ლურჯი გამით. კომპანიას ბორტგამცილებლების შემოსვა 20 მილიონი დოლარი დაუჯდა.

ეს ის შემთხვევაა, როცა თავად ბრენდები “სტუმრობენ” ავიაკომპანიებს და ეს გამცილებლების სამოსში აისახება. ვფიქრობ, ძალიან კარგი სარეკლამო აქციაა.

Hooter Air – ამ კომპანიამ სულ ცოტა ხნის წინ შეწყვიტა ფრენა, მაგრამ ამ ავიაკომპანიის სექსუალური გოგონების იმიჯი დღემდე რჩება კარგ და ტკბილ მოგონებად.

S7 Airlines

ცხადია,  დღეს ბორტგამცილებლები უფრო მოკრძალებულ უნიფორმას ატარებენ და ნაკლებად იზიარებენ გასული საუკუნის ტენდეციებს.

რას აკეთებს ცნობილი ამერიკელი რეჟისორი ანდერსონი როცა კინოს არ იღებს?

რას აკეთებს ცნობილი ამერიკელი რეჟისორი უეს ანდერსონი როცა კინოს არ იღებს? – ამ კითხვაზე პასუხი უკვე მთელმა მსოფლიომ იცის და მას უკვე უწოდეს ანდერსონის ზღაპრები. საქმე გვაქვს სარეკლამო რგოლებთან, რომელსაც კინორეჟისორი თურმე დიდი სერიოზულობით იღებს და ამ საქმეში სერიოზულ ჰონორარსაც იღებს. ანდერსონის ნამუშევრებს შორის არის სარეკლამო რგოლები ისეთი ცნობილი ბრენდების, როგორიცაა Ikea, Stella Artois, Hyundai, American Express და სხვა.

მაისის თვეში გამოვა ანდერსონის მხატვრული ფილმი ” სავსე მთვარის სამეფო”,  რომელიც კანის ფესტივალსაც გახსნის. ამ მოვლენასთან დაკავშირებით ამერიკულმა პორტალმა Adweek – მა თავი მოუყარა ანდერსონის ყველაზე საუკეთესო ნამუშევრებს. ჩვენ სწორედ ამ  რჩეულ რგოლებს წარმოგიდგენთ:

1. SoftBank Commercial with Brad Pitt

2. Anderson and Roman Coppola’s Stella Artois Commercial

3. 2012 Hyundai Azera “Talk to My Car” – Oscar Commercial

4. 2012 Hyundai Azera “Modern Life” – Oscar Commercial

5. Sony Xperia™ TV ad – Made of Imagination

6. AT&T commercial dir. Wes Anderson

7. AT&T Commercial (Reporter)

8. AT&T Commercial

9. IKEA commercial dir. Wes Anderson

10. Wes Anderson: American Express Commercial

ნუ მიხვალთ გასაუბრებაზე პიჟამოთი

ირლანდიელი სახელმწიფო ჩინოვნიკები, ცოტა არ იყოს, უცნაური აკრძალვის ავტორები გახდნენ. საქმე ეხება უმუშევრებსა და პიჟამოებს. ჩინოვნიკებმა უმუშევარ ირლანდიელებს აუკრძალეს პიჟამოს ტარება. თუ უფრო დავკონკრეტდებით, პიჟამოებით სოცოიალური უზრუნველყოფის ცენტრებში გასაუბრებაზე გამოცხადება.

როგორც ჩანს, ირლანდიელებს ისე ეჩქარებათ გასაუბრებაზე, რომ პირდაპირ პიჟამოებით მიდან… ეს რა თქმა უნდა, ხუმრობით. ეს თემა BBC News –მა გახადა საჯარო. როგორც მედია სააგენტო აღნიშნავს, აღნიშნული აკრძალვა განაპირობა თავად დამსქმებლებისაგან მომდინარე არაერთმა საჩივარმა. ამ აქმეში იმიჯ–კონკულტანტებიც ჩაერთვნენ და ირლანდიელებს ახლა უკვე ხაზგასმით ურჩევენ: არ გამოცხადდნენ გასაუბრებაზე პიჟამოთი…

ამ ბოლო პერიოდში, რამდენადაც უცნაური არ უნდა იყოს, პიჟამოს თემამ კიდევ ერთხელ გაიჟღერა, ოღონდ სუპერმარკეტ Tesco–ს კონტექსტში, როცა სუპერმარკეტმა თავის მომხმარებელს სთხოვეს, რომ არ მოვიდნენ პიჟამოებით. პიჟამოები გახდა ინგლისის ერთ–ერთი სკოლის განხილვის თემაც, როცა დირექტორატმა მშობლებს ურჩიეს, არ გამოეშვათ სკოლაში ბავშვები პიჟამოებით.


PEPSI-ის სიურპრიზი ჯექსონის ფანებს

კომპანია  პეპსი  წელს  ქილების კოლექციურ სერიას გამოუშვებს, რომელზეც გამოსახული  იქნება მაიკლ ჯექსონის ფოტო.  ეს არის აქცია მუსიკოსის  უკვდავსაყოფად,  რომელიც ასევე  ალბომ  Bad–ის გამოშვებიდან  25 წელს მიეძღვნება. ალბომი  1987 წლის  31 აგვისტოს გამოვიდა.

ქილის დიზაინი  ერთობლივად ჯექსონის სახლ–მუზეუმთან შეთანხმებით  შემუშავდა.  ქილაზე პოპ მომღერალი გამოსახული იქნება ცეკვის დროს  ცისფერ ფონზე. როგორც  ცნობილია, ქილის ტევადობა  დაახლოებით 470 მილილიტრია და ამერიკაში  მაისის ბოლოს გამოჩნდება და მხოლოდ 99 ცენტი ეღირება.

აქვე დავძენთ, რომ მაიკლ ჯექსონი რამდენჯერმე პეპსის სარეკლამო სახე  იყო  და სარეკლამო რგოლებშიც გამოდიოდა. 1984 წელს  ჯექსონი გადაღეს რეკლამაში სახელად „ახალი თაობა“” (Next generation). ცნობილია, რეკლამის გადაღების დროს ჯეკსონს შემთხვევით თმა  დაეწვა. მოგვიანებით მუსიკოსი გამოჩნდა Pepsi–ის რეკლამაში თავისი ჰიტებით, სადაც  მისი სიმღერები სრულდებოდა „Billie Jean და Bad”.

და შედეგმაც არ დააყოვნა: 1988 წელს Pepsi გახდა  ჯექსონის მსოფლიო ტურნეს სპონსორი, რომელიც მის ალბომ  Bad–ის გამოსვლას მიეძღვნა. აქვე მინდა გითხრათ, რომ ამ ტურნეზე მან 123 კონცერტის  გამართვა შეძლო, მომღერალმა  15 ქვეყანა მოიარა სულ  რაღაც 16 თვეში.  ეს ტურნე  ისტორიას, როგორც ყველაზე მაშტაბური და გრანდიოზული, ისე შემორჩა.

უალკოჰოლო გაზიან სასმელებზე ამერიკა უარს ამბობს

უალკოჰოლო გაზიან სასმელების მოხმარების შესახებ არაერთი გამოკვლევა გაკეთდა. ჩვენი ყურადრება მიიქცია ამერიკაში Beverage Digest- ის ბოლო გამოკვლევამ. როგორც იკვლევა ამერიკელებმა ბოლო რამდნიმე წელია უალკოჰოლო გაზიან სასმელებზე უარი თქვეს. 2011 წელს ამერიკელებმა მთელი 9,5 მილიარდი ყუთი გაზიანი სასმელი დალიეს, ანუ 1 პროცენტით ნაკლები, ვიდრე გასულ წელს.

ამერიკელებმა გაზიანი სასმელების მოხმარების მაჩვენებელები ზედმიწევნით დაითვალეს და აღმოჩნდა, კლების ტენდენცია 2005 წლიდან დაიწყო და დღემდე აქტიურად გრძელდება. ამ ყველაფრის ფონზე საგრძნობლად გაიზარდა ე.წ ბოთლის წყლისა და ჩაის მოხმარება. ამ მაჩვენებელმა ბოლო წლებში მთელი 3 პროცენტით მოიმატა.

ამერიკაში ისეთი პრობლემების გაჩენა, როგორიცაა ჭარბი წონა და დიაბეტი, ბევრ ამერიკელს გაზიან სასმელზე უარი ათქმევინა. მთელი რიგი გამოკვლევები, ფაქტობრივად, ადასტურებს, რომ ამ ტიპის პრობლემების პროვოცირებას სწორედ გაზიანი სასმელები ახდენენ. სწორედ ამიტომაც, უკვე არაერთ შტატში მოითხოვენ ისეთი კანონის მიღებას, რაც გაზიანი სასმელების გაყიდვას შეზღუდავს.

როგორ უცნაურადაც არ უნდა მოგეჩვენოთ, იმავე ამერიკაში გაზიან სასმელებზე ბოლო პერიოდში ფასის 3 პროცენტიანი მატება ფიქსირდება. ამის მიზეზად მწარმოებელები ნედლეულის მაღალ ფასს ასახელებენ.

ამერიკის უალკოჰოლო გაზიანი სასმელების ბაზრის 34 პროცენტი უკავია კოკა–კოლას, ხოლო 27 პროცენრი პეპსის. ეს ბრენდები ფინანსურ რესურსებს არ ზოგავენ პოზიციების გასამაგრებლად. ამაზე მეტყველებს სარეკლამო კამპანია, რომელსაც ეს ორი მწარმოებელი მთელ მსოფლიოში ახორციელებს.

 

 

Follow

Get every new post delivered to your Inbox.