უალკოჰოლო გაზიან სასმელების მოხმარების შესახებ არაერთი გამოკვლევა გაკეთდა. ჩვენი ყურადრება მიიქცია ამერიკაში Beverage Digest- ის ბოლო გამოკვლევამ. როგორც იკვლევა ამერიკელებმა ბოლო რამდნიმე წელია უალკოჰოლო გაზიან სასმელებზე უარი თქვეს. 2011 წელს ამერიკელებმა მთელი 9,5 მილიარდი ყუთი გაზიანი სასმელი დალიეს, ანუ 1 პროცენტით ნაკლები, ვიდრე გასულ წელს.

ამერიკელებმა გაზიანი სასმელების მოხმარების მაჩვენებელები ზედმიწევნით დაითვალეს და აღმოჩნდა, კლების ტენდენცია 2005 წლიდან დაიწყო და დღემდე აქტიურად გრძელდება. ამ ყველაფრის ფონზე საგრძნობლად გაიზარდა ე.წ ბოთლის წყლისა და ჩაის მოხმარება. ამ მაჩვენებელმა ბოლო წლებში მთელი 3 პროცენტით მოიმატა.

ამერიკაში ისეთი პრობლემების გაჩენა, როგორიცაა ჭარბი წონა და დიაბეტი, ბევრ ამერიკელს გაზიან სასმელზე უარი ათქმევინა. მთელი რიგი გამოკვლევები, ფაქტობრივად, ადასტურებს, რომ ამ ტიპის პრობლემების პროვოცირებას სწორედ გაზიანი სასმელები ახდენენ. სწორედ ამიტომაც, უკვე არაერთ შტატში მოითხოვენ ისეთი კანონის მიღებას, რაც გაზიანი სასმელების გაყიდვას შეზღუდავს.
როგორ უცნაურადაც არ უნდა მოგეჩვენოთ, იმავე ამერიკაში გაზიან სასმელებზე ბოლო პერიოდში ფასის 3 პროცენტიანი მატება ფიქსირდება. ამის მიზეზად მწარმოებელები ნედლეულის მაღალ ფასს ასახელებენ.
ამერიკის უალკოჰოლო გაზიანი სასმელების ბაზრის 34 პროცენტი უკავია კოკა–კოლას, ხოლო 27 პროცენრი პეპსის. ეს ბრენდები ფინანსურ რესურსებს არ ზოგავენ პოზიციების გასამაგრებლად. ამაზე მეტყველებს სარეკლამო კამპანია, რომელსაც ეს ორი მწარმოებელი მთელ მსოფლიოში ახორციელებს.


