რას აკეთებს ცნობილი ამერიკელი რეჟისორი უეს ანდერსონი როცა კინოს არ იღებს? – ამ კითხვაზე პასუხი უკვე მთელმა მსოფლიომ იცის და მას უკვე უწოდეს ანდერსონის ზღაპრები. საქმე გვაქვს სარეკლამო რგოლებთან, რომელსაც კინორეჟისორი თურმე დიდი სერიოზულობით იღებს და ამ საქმეში სერიოზულ ჰონორარსაც იღებს. ანდერსონის ნამუშევრებს შორის არის სარეკლამო რგოლები ისეთი ცნობილი ბრენდების, როგორიცაა Ikea, Stella Artois, Hyundai, American Express და სხვა.
მაისის თვეში გამოვა ანდერსონის მხატვრული ფილმი ” სავსე მთვარის სამეფო”, რომელიც კანის ფესტივალსაც გახსნის. ამ მოვლენასთან დაკავშირებით ამერიკულმა პორტალმა Adweek – მა თავი მოუყარა ანდერსონის ყველაზე საუკეთესო ნამუშევრებს. ჩვენ სწორედ ამ რჩეულ რგოლებს წარმოგიდგენთ:
1. SoftBank Commercial with Brad Pitt
2. Anderson and Roman Coppola’s Stella Artois Commercial
3. 2012 Hyundai Azera “Talk to My Car” – Oscar Commercial
4. 2012 Hyundai Azera “Modern Life” – Oscar Commercial
5. Sony Xperia™ TV ad – Made of Imagination
6. AT&T commercial dir. Wes Anderson
7. AT&T Commercial (Reporter)
8. AT&T Commercial
9. IKEA commercial dir. Wes Anderson
10. Wes Anderson: American Express Commercial
