| იმისათვის, რომ გახდეთ მარკეტინგისა და მენეჯმენტის სკოლის მსმენელი, საჭიროა: | |
| 1. დაჯავშნოთ თქვენი ადგილი ტრენინგზე. ამისათვის უნდა დაუკავშირდეთ “ტრენინგების სახლს” და ჩააწერინოთ თქვენი მონაცემები. რეგისტრაციის საფუძველზე მოწვეული იქნებით პირველ, გაცნობით ტრენინგზე. 2. ფორმდება ხელშეკრულება, რომლის საფუძველზე მსმენელი ვალდებულია წინასწარ გადაიხადოს სწავლების გადასახადი სკოლის საბანკო ანგარიშზე. (გადახდა სავალდებულოა უკვე გაცნობით, პირველი ტრენინგის შემდგომ). გადახდის ქვითარი რიგით მეორე ტრენინგზე უნდა წარედგინოს ადმინისტრაციას. შესაძლებელია თანხის ეტაპობრივი გადახდაც, რომელიც ასევე თანხმდება და იწერება ხელშეკრულებაში. |
|
სწავლების გადასახადი
|
|
| საცდელი პირველი ტრენინგი |
|
| საცდელ ტრენინგად ითვლება პირველი სატრენინგო დღე, სადაც ხდება ტრენერის გაცნობა და ტრენერის მიერ კურსისს შესახებ ინფორმაციის მიწოდება. ასევე ტარდება პირველი ლექცია. აღნიშნული ლექციის საფასურის ანაზღაურება ხდება მაშინ, როცა მსმენელი გადაწყვეტს სასწავლო კურსზე ჩარიცხვას. | |
|
ჯგუფები |
|
| სკოლა იტოვებს უფლებას გააუქმოს ან შეაერთოს ჯგუფები, ასევე ტრენერი/აუდიტორია. სკოლა აგრეთვე იტოვებს უფლებას მსმენელი ჩასვას შესაბამისი დონის ჯგუფში, მისი პედაგოგის გადაწყვეტილების საფუძველზე ან იმის მიხედვით თუ რა შედეგი ქონდა ტესტში. | |
|
მსმენელის მონაცემები რეგისტრაციის შემდეგ, მსმენელის თანხმობით, მისი მონაცემები შედის სკოლის კომპიუტერულ სისტემაში. მსმენელი ვალდებულია აცნობოს სკოლის ადმინისტრაციას ნებისმიერი ცვლილების შესახებ მის საცხოვრებელ მისამართთან ან ტელეფონის ნომერთან დაკავშირებით. |
|
| სკოლის ნებისმიერი მსმენელი ვალდებულია მოიქცეს ქცევის ნორმების შესაბამისად. სკოლას აქვს უფლება უარი უთხრას სწავლებაზე ნებისმიერ მსმენელს, რომლის მოქმედება იწვევს სხვების შეწუხებას ან არღვევს სკოლის შიდა განაწესს. მსგავსი მსმენელისთვის კურსი ჩაითვლება გაუქმებულად. შიდა განაწესის დარღვევად ჩაითვლება, თუკი მსმენელი შეეცდება ტრენერთან პირადი კონტაქტის დამყარებას, რაც გამოიხატება საკონტაქტო ინფორმაციის მიღებაში. ასეთი ფაქტის დაფიქსირების შემთხვევაში, მსმენელთან გაფორმებული ხელშეკრულება უქმდება.საჩივრის ბლანკები ხელმისაწვდომია სკოლის მისაღებში ნებისმიერი მსმენელისთვის. სკოლა მიიღებს ყველა კონსტრუქციულ საჩივარს და გულდასმით განიხილავს მას.პასუხისმგებლობაცენტრი ვერ იღებს პასუხისმგებლობას თავის თანამშრომლების და წარმომადგენლების წინაშე პირადი დაზიანების, და/ან რაიმე პირადი საკუთრების დაკარგვის ან განადგურების შემთხვევაში, ხანძრის, გაქურდვის, ევაკუაციის, ან სხვა შემთხვევებში.ფორს მაჟორი
ცენტრი არ არის ვალდებული თავის თანამშრომლების და წარმომადგენლების წინაშე აანაზღაუროს დაზიანებები და შეწყვეტილი კურსი მიწისძვრის, ხანძრის, აფეთქების, ტერორიზმის, ან სხვა შემთხვევებში, რაც არ ექვემდაბარება კონტროლს. –––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––– გამოცდა და სერთიფიცირება ნებისმიერი კურსი გულისხმობს შუალედურ გამოცდებს და საბოლოო სერტიფიკატის გამოცდას. საბოლოო გამოცდა არის წერითი სახის. სერტიფიკატის ხარისხი გამოითვლება საშუალო ართითმეტიკულით.შეფასების კრიტერიუმი პროცენტული განაკვეთების მიხედვით: A (a) 100%-90% ; B (b) 89%-79% ; C (c) 78%-68%; Attended 67%-50% .თითოეული გამოცდა ჩაბარებულად ჩაითვლება თუ მსმენელი მიიღებს მინიმუმ 60%-ს. იმ შემთხვევაში თუ მსმენელმა ვერ მიიღო სასურველი ქულათა რაოდენობა, შეუძლია მიიღოს კონსულტაციები და გადააბაროს გამოცდა. წარჩინებული მსმენელებს (საბოლოო სერტიფიკატის გამოცდა A (a) 100%-97% ) გაივლინ პრაქტიკას სხვადასხვა ორგანიზაციებში და გაეწევათ რეკომენდაცია შემდგომი დასაქმებისათვის, |
Home » რეგისტრაცია, შინაგანაწესი, გამოცდა და სერთიფიცირება