Home » Articles posted by მარკეტინგისა და მენეჯმენტის სკოლა

Author Archives: მარკეტინგისა და მენეჯმენტის სკოლა

სასარგებლო ფრაზები საქმიანი წერილისთვის (ინგლისური ენის გაკვეთილი)

საქმიანი წერილი, როგორც ჩვენ მას ვუწოდებთ, მნიშვნელოვან ადგილს იკავებს ნებისმიერი ტიპის ოფისის საქმიანობაში. გთავაზობთ, მნიშვნელოვან ფრაზებსა თუ გამონათქვამებს, რომელიც სწორედ საქმიანი წრლის შედგენისას დაგეხმარებათ.

Let me – ნება დამრთეთ
I hope – იმედი მაქვს, ვიმედოვნებ
It is to be noted – ეს საჭიროა რომ იცოდეთ (მხედველობაში იქონეთ)
We have no doubt of (that) – ჩვენ ამაში ეჭვი არ გვეპარება
As you may know – თქვენ, ალბათ, ეს იცით
to take the liberty of – აიღო საკუთარ თავზე გაბედულება
to draw your attention to – ყურადღების გამახვილება რაიმეზე
to take into consideration, to take into account – მხედველობაში მიიღო
the matter of great importance – ძალიან საჭირო საქმე
at the present time – ამ დროისთვის
in case of necessity – საჭიროების შემთხვევაში
without fail – დაუყოვნებლივ
as soon as possible – რაც შეიძლება მალე
at your convenience – როგორც თქვენ მოგიხერხდბათ
mentioned above – ზემოთ მოხსენიებული
in general – მთლიანობაში
for example – მაგალითად
etc. – და ა.შ.
in no case – არც ერთ შემთხვევაში
except for – გამონაკლისის სახით
despite the fact that – ამ ფაქტის მიუხედავად
as a result of – როგორც შედეგი
in accordance with – ამის შესაბამისად
in view of the above said – ზემოთ ნათქვამის მსგავსად
on the ground that – დასკვნის საფუძველზე
according to – ამის შესაბამისად
as follows – შემდეგი
not above – არაუმეტეს
to a certain extent /degree – ხარისხის გამორკვევამდე
in order to – იმისატვის რომ
as far as – რამდენიმე
in addition to – ამის დამატებად
a pleasant surprise – სასიამოვნო სიურპრიზი
It gives me a great pleasure to introduce – მე დიდი სიამოვნებით წარმოგიდგენტ
I am just writing a few lines to introduce – გწერთ ამ რამდენიმე სიტყვას, რომ წარმოგიდგეთ
I sincerely regret that – ვწუხვარ, რომ
To my great regret I must inform you that – სამწუხაროთ უნდა გაცნობოთ, რომ
I regret to inform you that – სამწუხაროთ გაცნობებთ
Please, accept my apologies for – მიიღეთ ჩემი ბოდიში, რომ
I must apologize that – მინდა ბოდიში მოგიხადოთ იმისთვის რომ
I am afraid that – ვშიშობ, რომ
Unfortunately – სამწუხაროდ
I will keep you informed – საქმის კურსში მეყოლებით
Let me inform you – ნება მომეცით გაცნობოთ, რომ
Pay special attention to. – ყურადრება მიაქციეთ ამას, რომ
Please, take a note of – თუ შეიძლება ყურადრება მიაქციეთ ამას
Add some data about – მომაწოდეთ დამატებითი ინფორმაცია ამის შესახებ
I will be in touch as soon as – მე დაგიკავშირდებით თქვენ როგორც კი…
This is to inform you that – ამჟამად შემიძლია გაცნობოთ, რომ
I am attaching some information about – გთავაზობთ გარკვეულ ინფორმაციას
to confirm that – დამიდასტურეთ, რომ
to keep informed – საქმის კურსში მამყოფეთ
to let know (without delay) – ჩამაყენეთ საქმის კურსში, მაცნობეთ

22

ცნობოლი კომპანიების ისტორიები: Arthur Andersen

Arthur Andersen დააარსა ბუღალტერმა არტურ ი. ანდერსენმა 1918 წელს. 20-იან წლებში კომპანია სწრაფად იზრდებოდა და ბუღალტრული მომსახურეობის გარდა აწარმოებდა ფინანსურ გამოძიებას, რაც მისი კონსალტინგური საქმიანობის საწყისი გახდა.

ArthurAndersen

1979 წლისათვის კონსალტინგს მენეჯმენტის საკითხებში მოჰქონდა 20% მოგების, მაგრამ მნიშვნელოვანი კორპორაციული რეორგანიზაციის შედეგად 80-იან წლებში ის 40%-მდე გაიზარდა. ბუღალტერებმა და კონსულტანტებმა დაიწყეს სერიოზული ბრძოლა ძალაუფლებისთვის, რომელიც იზრდებოდა საკონსულტაციო საქმიანობის მოგების ზრდასთან ერთად.  1989  წელს მათი `შერიგების~ მიზნით შეიქმნა `ქოლგის~ ტიპის საწარმო Andersen Worldwide. მაგრამ ვერც ამ ორგანიზაციულმა სტრუქტურამ გადაჭრა ძალაუფლების გადანაწილების პრობლემა. კონსულტანტებს არ აწყობდათ გაეყოთ თავისი მზარდი მოგება ბუღალტრებისთვის (მათი მოგება  ბოლო წლებში 56%-მდე გაიზარდა). ბუღალტრების აზრით, კი ისინი მრავალი წლის განმავლობაში სუბსიდიებს უკეთებდნენ კონსალტინგურ ბიზნესს და ხშირად აუდიტორული მომსახურეობა გამოიყენებოდა როგორც წამგებიანი, მათ მხარდასაჭერად, იმის მიხედვით, რაც კონსალტინგი სულ უფრო მეტ მნიშვნელობას იძენდა, აუდიტი აღარ იყო `ფირმის სული და გული~.

images

1997 წელს სიტუაცია იმდენად გამწვავდა, რომ კონსალტინგის თანამშრომლებმა მიიღეს გადაწყვეტილება გამოყოფის შესახებ. სამწლიანი სასამართლო გარჩევების შემდეგ კონსულტანტები დათანხმდნენ ყოფილი პარტნიორებისთვის 1 მლნ დოლარის გადახდას (თუმცა ისინი ვარაუდობდნენ 15 მლნ დოლარს). კონსულტანტებმა თავიანთ ფირმას დაარქვეს Accenture და ის დღეს თავისი მშობლიური კომპანიისგან განსხვავებით ჩვეულებრივად ფუნქციონირებს.

images
გაყოფის შედეგად Andersen გახდა საბუღალტრო მომსახურეობის პატარა ფირმა – უფრო სუსტი და ნაკლებად მომგებიანი. მოგების გაზრდა მთელი კომპანიის პრიორიტეტული მიმართულება გახდა. ძირითადი აქცენტი კლიენტების მოზიდვაზე კეთდებოდა. ამ მიზნით მათ თანამშრომლობა დაიწყეს Enron-თან, რომელიც Andersen მომსახურეობისთვის კვირაში 1 მლნ დოლარს უხდიდა. Enron იყო ის კლიენტი, რაც Andersen-ს აწყობდა. ის იყო სწრაფად მზარდი და რისკისთვის მუდმივად მზად მყოფი ორგანიზაცია, რომელიც ზედმეტი კითხვების გარეშე უზარმაზარ თანხას იხდიდა. გასაკვირი არ იყო, რომ 2001 წელს ჩატარებული კლიენტების რისკის შეფასებისას (Andersen-ს 2500 კლიენტი ჰყავდა) Enron და კიდევ 50 ფირმა მაქსიმალური რისკის ჯგუფში მოხვდნენ.  კიდევ 700 კლიენტი მიაკუთვნეს მაღალი რისკის ჯგუფს. ეს უკვე კატასტროფის დასაწყისი იყო.

images

ცუდი იყო ისიც, რომ თუ საშუალო და დაბალი დონის მენეჯერები ხედავდნენ რაიმე საეჭვოს, ისინი ამის შესახებ არ საუბრობდნენ. Andersen-ის გასამართლებლად შეიძლება ითქვას, რომ ის არ უნდა იყოს ერთადერთი საბუღალტრო ფირმა, რომელსაც ჰქონდა მჭიდრო ურთიერთობები აუდიტორებს, ანალიტიკოსებს და კლიენტებს შორის. 1998 წელს საბირჟო ოპერაციების და ფასიანი ქაღალდების კომისიის თავმჯდომარემ არტურ ლევინმა თქვა: `დღეს დამახინჯებულია თვითონ ბუღალტერიის არსი. ანალიტიკოსები და ბუღალტრები ხდებიან რაღაც თამაშის მონაწილენი მან მოუწოდა ახალი წესების შექმნისკენ, რომლებიც შეზღუდავდნენ საბუღალტრო ფირმების უნარს კონსალტინგური მომსახურებისა იმ ფირმებისთვის,
რომლებშიც ისინი ახდენენ აუდიტორულ შემოწმებას. ადამიანი, რომელმაც კომპრომისი იპოვა ამ კომისიასთან იყო ჯო ბარარდინო, Andersen-ის აუდიტის ქვეგანაყოფის ხელმძღვანელი, კომპრომისი შემდეგში იყო: საბუღალტრო ფირმები
ვალდებულებას იღებდნენ ღიად განეცხადებინათ მიღებული ჰონორარების შესახებ, მაგრამ არ ეკრძალებოდათ მოეწერათ ხელი კონტრაქტისთვის კონსულტაციების ჩატარებაზე იმ კლიენტებისთვის, ვისთანაც აუდიტს ატარებდნენ. ბერნარდინოს დირექტორობის დროს არსებული მტკიცებულება, რომ `ბიზნეს 4 კუთხა ქვებია~: კარგი მომსახურეობა, ბიზნესის მაღალი ხარისხი, პერსონალის მაღალი ხარისხი და მოგების მიღება, შეიცვალა `რამ ქვით და ლოდით~. Enron-ის კრახის შემდეგ და იმის შემდეგ რაც გამჟღავნდა Andersen-ის როლის შესახებ ამაში, ბერნარდინო
2002 წელს გადადგა. იმისი აქცენტი ზრდისკენ ხარისხის ხარჯზე მისი სურვილი, უარი არ ეთქვა მსხვილი კლიენტებისთვის საეჭვო რეპუტაციით, მისი უნარი ვერ დაენახა მზარდი პრობლემები, არის ის ფაქტორები რამაც გამოიწვია კომპანიის სიკვდილი მაგრამ დღესაც ბერნარდინო მხოლოდ ნაწილობრივ აღიარებს თავის
ბრალეულობას.

მენეჯმენტის გაკვეთილი Timbuk 2 Desings –ის ჩანთების მწარმოებლისგან

არის სამუშაო რომლის შესრულება ცოტა ვინმეს თუ მოუნდება, განსაკუთრებით მთიან ადგილას, მაგ. სან-ფრანცისკოში. მაგრამ ველოსიპედისტი – კურიერები მშვენიევრად ასრულებენ თავის დავალებას და მომხმარებელს ძალიან მნიშვნელოვან მომსახურეობას სთავაზობენ – აწვდიან მათ ამანათებს. მათ აქვთ წყალგაუმტარი, მსუბუქი, ფუნქციური და თანაც ძალიან ლამაზი ჩანთები. რობ ხონიკატმა კარგად იცის როგორი უნდა იყოს ეს ჩანთები, ის თვითონაც კურიერად მუშაობდა ადრე. დღეს მისი კომპანია Timbuk 2 Desings ასეთი ჩანთების მწარმოებელია.

photo-5-e1349475260510

ეს კომპანია დაარსდა 1989 წელს და დღეს მისი მოგება შეადგენს 3,5 მლნ დოლარს წელიწადში. კომპანია არასტაბილურად იზრდებოდა: ერთ წელს ის გაიზარდა 10%-ით, მეორე წელს კი – 70%-ით. გასაგებია, რომ ასეთი არასტაბილური ზრდა სერიოზული მმართველობითი პრობლემების წყარო გახდა მისი ხელმძღვანელობისთვის. სამაგიეროდ არანაირი პრობლემა არ ჰქონდა ერთ საკითხში – მტკიცე გადაწყვეტილებაში მხოლოდ უმაღლესი ხარისხის პროდუქცია გამოეშვა.  ბევრი ველოსიპედისტი – კურიერი თვლის, რომ Timbuk2 ჩანთები
ყველაზე კარგი და ყველაზე პოპულარულია. კომპანია სთავაზობს მათ იმას, რასაც სხვა არცერთი კონკურენტი არ სთავაზობს: სამპანელიანი დიზაინი, რომელიც საშუალებას აძლევს მომხმარებელს დამოუკიდებლად შეარჩიოს
კომბინაცია 13 ფერისგან. ამასთან ეს ჩანთები არ ღირს მასობრივი წარმოების ჩანთებზე უფრო ძვირი. ხონიკატს უნდოდა თავის სფეროში იმის გაკეთება, რაც Toyota Motor-2 საავტომობილო ბიზნესში გააკეთა – ინდივიდუალიზებული
მოდელების მასიური გამოშვება ან მომხმარებლის შეკვეთების წარმოება. მაგრამ მას ვერაფერი გამოუვიდა მანამ, სანამ თანამშრომლებმა არ დაიწყეს ექსპერიმენტები საკერავ სისტემებთან დაკავშირებით. ეს იყო სისტემა Toyota Sewing System, რომლის გამოყენების დროს საკერავი მანქანების ყველა ოპერატორი მოძრაობს სპეციალიზებული მანქანების რიგის გასწვრივ, იმის ნაცვლად რომ შეასრულოს ერთი ოპერაცია და გადასცეს დამუშავებული დეტალი, შემდეგ მანქანას. ასეთი მიდგომა საშუალებას იძლეოდა შეემცირებინათ ხარჯები შრომაზე, რადგან ამ დროს აღარ იყო საჭირო დამხმარე მუშები. გარდა ამისა კომპანიამ შეძლო მნიშვნელოვნად შეემცირებინა ხარჯები მატ. მარაგებზე, იძენდნენ რა მხოლოდ
ერთი კვირის მარაგს და შემკვეთს ყოველწლიურად აწვდიდნენ მზა პროდუქციას. ფაბრიკაში მუშაობა იწყება ადრე-დილის 6 საათზე. ათეულობით ქალი, ძირითადად ჩინეთიდან ემიგრირებულები, აკეთებენ ფერად ნაჭრებს და სახელურებს. ყოველი კვირის ბოლოს მათ 400 მზა ჩანთა აქვთ. კომპანია თავის თანამშრომლებს იმაზე მეტს უხდის, ვიდრე კონკურენტები, თანაც სთავაზობს მათ სამედიცინო მომსახურეობას. თუ კომპანიას დამატებითი ფინანსირება სჭირდება ის მიმართავს SVCV  – ფინანსირების წყაროს, რომელსაც უნიკალური მიდგომა აქვს. თავის დროზე SVCV -მ ინვესტიციები ჩადო კომპანიაში, როცა გაიგო, რომ კომპანიამ გადაწყვიტა თავის თანამშრომლებს საათში 11 დოლარი გადაუხადოს და
შეიმუშაოს მატერიალური სტიმულირების პროგრამა, რომლის მიხედვითაც თანამშრომლებს წაახალისებენ ახალი ჩვევების შეძენის გამო. თუ 1993 წელს ერთი ჩანთის წარმოებისათვის საჭირო იყო 144 წთ, დღეს ეს დრო 12 წთ-მდეა
შემცირებული. ხარჯები შრომაზე შეადგენს საერთო ხარჯების 16% და კომპანია იმედოვნებს მათ 12%-მდე შემცირებას. 2000 წელს ხონიკატმა გადაწყვიტა ელექტრონული შესყიდვის პროცესის ორგანიზება. Web-საიტის შესაქმნელად მან
15 კაცი დაიქირავა. დღეს ამ მეთოდს მთელი კომპანიის მოგების ნახევარი მოაქვს.

B005K2XB1I.01._SCLZZZZZZZ_

“კიბერორშაბათი” რუსულად

საყოველთაოდ ცნობილი “კიბერორშაბათი”, რომელიც ამერიკაში 2005 წლიდან დღემდე ძალიან პოპულარული და მომგებიანი აქციაა, გუშინ,28 იანვარს რუსეთშიც გაიმეორეს.

detail_1359473631

რუსულ “კიბერორშაბათს”   აქციაში მონაწილე კომპანიებისთვის დიდი წარმატება არ მოუტანია – წერს რუსული მედია და ცდილობს “ამერიკულ დედანთან” პარალელებიც გაავლოს.

ამერიკული “კიბერორშაბათი” ყოველთვის ერთსა და იმავე დღეს იმართება და იგი დაკავშირევულია “შავ პარასკევთან”.  თავად “შავი პარასკევი”, რომელიც ხასიათდება მსხვილი გაყიდვების გააქტიურებით, ემთხვევა   “მადლიერების დღის”  მეორე დღეს.  ეს “თარიღები” კი ნოემბრის ბოლო კვირაში ინიშნება. რაც შეეხება “კიბერორშაბათს,” ამერიკელებს ის უკვე შემდეგ ორშაბათს ელოდებათ, ამ დროს საოცარი ფასდაკებებია ძირითადად ინტერნეტ–მაღაზიებში. აქციის სულისჩამდგმელებმა გათვალეს, რომ სამსახურში დაბრუნებული დასვენებული ამერიკელი რამდენიმე ათას დოლას დახარჯავს ინტერნეტ–მაღაზიაში  თუკი იქ ფასდაკლებებიც დახვდება. ასეც მოხდა და “კიბერორშაბათი” უკვე ტრადიციად იქცა: მომხმარებელი კმაყოფილია ფასდაკლებებით, ხოლო ინტერნეტ–მაღაზიები გაყიდული საქონლის მოცულობით.

რუსულ ანალოგს რაც შეეხება, თავად რუსული მედიაც გაოცებულია, რის საფუძველზე, რა გათვლებზე დაყრდნობით დაიგეგმა იანვრის ბოლო კვირის ორშაბათს კიბერფასდაკლებების აქცია… თუმცა, იმასაც მიანიშნებენ, რომ აქცია არ იყო კარგად ორგანიზებული და რომ ფასდაკლებებიც რეალურად არ განხორციელებულა. მოკლედ, რუსულმა “კიბერორშაბათმა” კრახი განიცადა.

ინტერნეტი ციფრებში – მსოფლიო სტატისტიკა 2012 ( I ნაწილი)

რამდენი დომენი, საიტი, ბლოგია დღეს ინტერნეტ სივრცეში? – ალბათ, ასეთი კითხვა არერთხელ დაგებადათ. ზუსთად ამ პოსტის საშუალებით თქვენს არაერთ კითხვას გაეცემა პასუხი.  კომპანია Pingdom–მა სწორედ ინტერნეტი გამოსახა ციფრებში და მსოფლიოს სერიოზული სტატისტიკური კვლევა  გაუზიარა.

2.2 მილიარდი— მსოფლიოში ელექტრონული ფოსტის რაოდენობა.

144 მილიარდი—  ყოველდღიური  e-mail ტრაფიკი.

425 მილიარდი— Gmail –ის ელ–ფოსტის აქტიური მომხმარებელი.

50.76% —  მედიკამენტების შესახებ ინფორმაცი სპამების საერთო რიცხვში.

634 მილიარდი— მსოფლიოში საიტების რაოდენობა.

51 მილიარდი—ახალი საიტები, რომელიც ბოლო ერთი წლის მანძილზე შეიქმნა.

43% — მილიონიდან ყველაზე პოპულარული საიტები ამერიკაშია.

48% — 100–დან ყველაზე პოპულარული ბლოგი იყენებს WordPress.

75% —  10000 –დან ყველაზე პოპულარული საიტები დაფუძნებულია Open Source.

87.8 მილიონი— ბლოგები Tumblr.

17.8 მილიარდი— მომხმარებელი Tumblr.

59.4 მილიონი— საიტების რაოდენობა WordPress –ზე მთელ მსოფლიოში.

3.5 მილიარდი—საიტები WordPress,  რომელსაც კითხულობენ ყოველთვიურად.

37 მილიარდი— აქტიური მომხმარებელი Reddit.com–ის  2012 წლის მანძილზე.

191 მილიონი — მომხმარებლის რიცხვი  Google Sites.

დომენების სახელები

246 მილიონი— დომენების საერთო რაოდენობა, რომელიც მთელ მსოფლიოშია დარეგისტრირებული.

100 მილიონი— დარეგისტრირებული დომენი გაფართოებით .COM

14.1 მილიონი—   დარეგისტრირებული დომენი გაფართოებით .NET

9.7 მილიონი—დარეგისტრირებული დომენი გაფართოებით .ORG

6.7 მილიონი— დარეგისტრირებული დომენი გაფართოებით .INFO

2.2 მილიონი— დარეგისტრირებული დომენი გაფართოებით .BIZ

32.44% — ბაზრის წილი  GoDaddy.com, უმსხვილესი კომპანია დომენების რეგისტრაციის.

$2.45 მილიონი—  Investing.com –ის შემოსავლები მხოლოდ დომენის გაყიდვებიდან.

ინტერნეტ მომხმარებელი

2.4 მილიარდი—მსოფლიოში ინტერნეტ მომხმარებლის რაოდენობა.

1.1 მილიარდი— ინტერნეტ მომხმარებლის რაოდენობა აზიაში.

519 მილიონი— ინტერნეტ მომხმარებლის რაოდენობა ევროპაში.

274 მილიონი— ინტერნეტ მომხმარებლის რაოდენობა ჩრდილოეთ ამერიკაში.

255 მილიონი— ინტერნეტ მომხმარებლის რაოდენობა ლათინურ ამერიკასა და კარიბის რეგიონში.

167 მილიონი— ინტერნეტ მომხმარებლის რაოდენობა აფრიკაში.

90 მილიონი— ინტერნეტ მომხმარებლის რაოდენობა ახლო აღმოსავლეთში.

24.3 მილიონი— ინტერნეტ მომხმარებლის რაოდენობა ავსტრალიაში.

565 მილიონი— ინტერნეტ მომხმარებლის რაოდენობა ჩინეთში.

42.1% — ჩინეთის  მოსახლეობის წილი, რომელიც ინტერნეტს მოიხმარს.

78.6% — ჩრდილოეთ ამერიკის მოსახლეობის წილი, რომელიც ინტერნეტს მოიხმარს.

67.6% — ავსტრალიის მოსახლეობის წილი, რომელიც ინტერნეტს მოიხმარს.

63.2% — ევროპის მოსახლეობის წილი, რომელიც ინტერნეტს მოიხმარს.

42.9% — ლათინური ამერიკისა და კარიბის რეგიონის მოსახლეობის წილი, რომელიც ინტერნეტს მოიხმარს.

42% — ახლო აღმოსავლეთის მოსახლეობის წილი, რომელიც ინტერნეტს მოიხმარს.

27.5% —აზიის მოსახლეობის წილი, რომელიც ინტერნეტს მოიხმარს.

15.6% —აფრიკის მოსახლეობის წილი, რომელიც ინტერნეტს მოიხმარს.

Online-Marketing

Follow

Get every new post delivered to your Inbox.